"კალგოტკაში" ვერ ვიცანი, ანგელოზივითაა... იმის მუღამი მაქვს" - უმძიმესი დანაშაული: შშმ პირს სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ (ფარული ჩანაწერი)

ივნ 21, 2024 - 11:29
 403
"კალგოტკაში" ვერ ვიცანი, ანგელოზივითაა... იმის მუღამი მაქვს" - უმძიმესი დანაშაული: შშმ პირს სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ (ფარული ჩანაწერი)

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ტრე­ფი­კინ­გის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე 4 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს, მისი სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე გა­და­ი­ბი­რეს და მას სექ­სუ­ა­ლურ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­დნენ.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გი) და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 4 პირი და­ა­კა­ვეს.

ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ე., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა. და 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ლ. ხოლო, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ.