"დღეს ჩემი შვილები უკვე დიდები არიან... 42 წლის ვარ და ღამის 4 საათამდე მუშაობა შემიძლია" - რას საქმიანობს დღეს მსახიობი, რომელიც "შუა ქალაქიდან" გაიცნეს

ივნ 21, 2024 - 11:28
 844
"დღეს ჩემი შვილები უკვე დიდები არიან... 42 წლის ვარ და ღამის 4 საათამდე მუშაობა შემიძლია" - რას საქმიანობს დღეს მსახიობი, რომელიც "შუა ქალაქიდან" გაიცნეს

მსა­ხი­ო­ბი კახა ჯო­ხა­ძე ბოლო დროს ეკ­რან­ზე ნაკ­ლე­ბად ჩანს, მაგ­რამ ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ა­ლი­დან "შუა ქა­ლაქ­ში" გა­იც­ნო.

რა ხდე­ბა ახლა მის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში, რა არის მის­თვის სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის მთა­ვა­რი ხიბ­ლი, რო­გო­რია როლ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, რა გან­ცდე­ბი აქვს სცე­ნა­ზე გას­ვლამ­დე და სპექ­ტაკ­ლის თა­მა­შის შემ­დგომ? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- ბოლო დროს ეკ­რან­ზე ნაკ­ლე­ბად ჩან­ხართ, ახლა რა ეტა­პია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ტე­ლე­სივ­რცის ერთი ეტა­პი ალ­ბათ და­ვას­რუ­ლე, ახლა მთლი­ა­ნად თე­ატრზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. რომ ვთქვა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბი­დან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს-მეთ­ქი, ასეც არ არის. სულ ერთ პრო­ექ­ტზე ხომ ვერ იმუ­შა­ვებ, რა­ღაც იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა, ეს ნორ­მა­ლუ­რია.

- თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი რო­გორ გა­გიჩ­ნდათ?

- მე-9 კლა­სი­დან გა­მო­ვე­დი სკო­ლი­დან და ტე­ლე­კო­ლე­ჯში ჩა­ვა­ბა­რე. დიდი კონ­კურ­სი იყო. ჩემი პირ­ვე­ლა­დი პრო­ფე­სია ტე­ლე­რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი, ტე­ლე­რე­ჟი­სუ­რაა. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, იმ დროს ტე­ლე­ვი­ზი­აც და თე­ატ­რიც ერთ სი­მაღ­ლე­ზე იდგა. მერე ისე მოხ­და, რომ ჩემს პრო­ფე­სი­ას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მო­წყვე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დი­ლის პროგ­რა­მის მე­მონ­ტა­ჟედ ვმუ­შა­ობ­დი.

- თე­ატ­რის სცე­ნა­ზე რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ჩემ­მა პე­და­გოგ­მა და­ვით კო­ბა­ხი­ძემ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მა­უ­წყებ­ლო თე­ატ­რი (კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ო­დი იყო) აღად­გი­ნა. ეს თე­ატ­რი "არტ ჰოლ­ში" ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა თე­ატრთან სწო­რედ მა­შინ მქონ­და. რო­გორც კი სამ­სა­ხი­ო­ბო და­ვას­რუ­ლე, ვა­კის თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში ლე­ვან წუ­ლა­ძემ და ოთარ ეგა­ძემ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი აგ­ვიყ­ვა­ნეს. ეს იყო პირ­ვე­ლი მოქ­მე­დი თე­ატ­რი, სა­დაც მი­მი­ღეს. დღემ­დე ვთვლი, რომ ეს თე­ატ­რი სახ­ლი­ვით გახ­ლდათ. 3 წლის შემ­დეგ, ფი­ნან­სუ­რი და­უ­ლა­გებ­ლო­ბის გამო, თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვლა და ბევრ ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბამ მო­მი­წია, ვი­ყა­ვი რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ერთი პე­რი­ო­დი ბარ­შიც ვმუ­შა­ობ­დი.