ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა | დაკავებულია ერთი პირი

ივნ 21, 2024 - 11:13
 112
ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა | დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავს. 

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.