"იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას" - აშშ-ის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ სანქციებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე

ივნ 19, 2024 - 22:31
 146
"იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას" - აშშ-ის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ სანქციებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავან­ტი­უ­რი­დან გაკ­ვე­თი­ლი ის­წავ­ლა და მიზ­ნად აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით "დაბ­რუ­ნე­ბას“ ისა­ხა­ვენ", - ამის შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მი­ხა­ილ გა­ლუ­ზინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

  • მისი თქმით, ამ გან­ცხა­დე­ბებ­ზე "სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­აქ­ცია თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს“.

"აფხა­ზეთ­მა და სამ­ხრეთ ოსეთ­მა სუ­ვე­რე­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჯერ კი­დევ 2008 წელს გა­ა­კე­თეს, მას შემ­დეგ რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ერთი რეს­პუბ­ლი­კის სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სცა­და და მე­ო­რეს მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბით და­ე­მუქ­რა. რო­გორც ჩვენ გვეს­მის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავან­ტი­უ­რი­დან გაკ­ვე­თი­ლი ის­წავ­ლა და მიზ­ნად აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით "დაბ­რუ­ნე­ბას“ ისა­ხა­ვენ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­უ­ბა­რია ქარ­თულ "რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის“ პროგ­რა­მებ­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე, რო­მელ­თა­გან მთა­ვა­რია "ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ“. აფხა­ზებ­მა და ოსებ­მა მათი სუ­ვე­რე­ნუ­ლი სტა­ტუ­სის "შე­ლახ­ვის“ და სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ მოქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ერ­თა­დერ­თი "ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ“ ამ ქვეყ­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ გა­ლუ­ზინ­მა.

  • მი­სი­ვე თქმით, სო­ხუ­მი-თბი­ლი­სი-ცხინ­ვა­ლის "სამ­კუ­თხედ­ში“ ნორ­მა­ლი­ზე­ბის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნდე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას მი­ი­ღებს და თა­ნას­წო­რო­ბის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ერ­თმა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის პრინ­ცი­პე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის მზად იქ­ნე­ბა.

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უმ­თავ­რე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს და მე­ო­რე მხრივ, აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის, ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­რან­ტი­ებ­ზე ხელ­მო­წე­რას. ასე­ვე, მათ შო­რის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას შემ­დგო­მი დე­მარ­კა­ცი­ით.

ყვე­ლა ეს თემა, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს. ეს ფორ­მა­ტი თა­ნა­ბა­რი დი­ა­ლო­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო შუ­ა­მავ­ლო­ბით თბი­ლი­სის, სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სა­ერ­თო ენის პოვ­ნის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ჩვენ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას მხარს ვუ­ჭერთ. ვიცი, რომ აფხა­ზე­ბი და სამ­ხრეთ ოსე­ბი ამის­თვის მზად არი­ან“, - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.