"ჩელსი" ახალ მეკარეს არ მოძებნის - რა გადაწყვიტა კლუბმა

ივნ 20, 2024 - 02:57
 143
"ჩელსი" ახალ მეკარეს არ მოძებნის - რა გადაწყვიტა კლუბმა

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" არ აპირებს სხვა მეკარის პოვნას თავის პირველ არჩევანს რობერტ სანჩესზე შეაჩერებს.

"ვფიქრობ, ისინი ჯერ სანჩესს დააკვირდებიან და მოსამზადებელ პერიოდს გაატარებენ იმის გარკვევაში, თუ როგორ უმკლავდება ის მარესკას სტილს. "ჩელსის" აზრით, მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე სისწრაფე და ხაზზე თამაშია" - განუცხადა რეპორტიორმა მეთ ლოუმ London Is Blue-ზე.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა კარის მცველმა 2023/24 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაუშვა და სამჯერ კარი მშრალად შეინახა. ის იყო "არისტოკრატთა" პირველი მეკარე, სანამ შუა სეზონში ტრავმას მიიღებდა და შემდგომში ჯორჯ პეტროვიჩი ჩაანაცვლებდა.

სერბმა ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, სადაც 38 გოლი გაუშვა და ხუთჯერ კარში მშრალად შეინახა.