ბაენა: "ბარსელონას" სათამაშო სტილი მომწონს"

ივნ 20, 2024 - 02:55
 47
ბაენა: "ბარსელონას" სათამაშო სტილი მომწონს"

ესპანური "ვილიარეალის" 22 წლის ნახევარმცველმა, ალექს ბაენამ განაცხადა, რომ "ბარსელონას" სათამაშო სტილის დიდი თაყვანისმცემელია.

"ნებისმიერ საფეხბურთო ფილოსოფიას შემიძლია მოვერგო, მაგრამ "ბარსელონას" სტილი განსაკუთრებით მომწონს.

ვფიქრობ, იგი მეც შემესაბამება," - განაცხადა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ვარსკვლავმა.

ბაენას სახელი "ბლაუგრანასთან" მიმართებაში რამდენჯერმე გაჟღერებულა. განსაკუთრებით ხშირად მასზე მაშინ წერდნენ, როცა "ბარსას" ჩავი ერნანდესი ედგა სათავეში, რადგან ალექსი "მაესტროს" ფავორიტ სამიზნედ მიიჩნეოდა.

ესპანელ ფეხბურთელს შეტევის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, რაც მას "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" საინტერესოდ გახდიდა, მაგრამ პრობლემას ალექსის გამოსასყიდი თანხა, 60 მილიონი ევრო ხდის. "ვილიარეალი" ვაჭრობას არ აპირებს.

გასულ სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში ესპანელი 6 გოლითა და 18 ასისტით გამოირჩა. პრიმერადივიზიონში მას ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ჰქონდა.