მშვიდად და დამაჯერებლად - მასპინძლებმა უნგრეთს მოუგეს

ივნ 20, 2024 - 02:49
 65
მშვიდად და დამაჯერებლად - მასპინძლებმა უნგრეთს მოუგეს
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. იულიან ნაგელსმანის გუნდი უნგრეთის ნაკრებს შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
 
მთელმა მატჩმა გერმანელების უპირატესობით ჩაიარა. ისე ითამაშეს როგორც არამხოლოდ ამ თამაშის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტებს შეეფერებათ. ბურთის ფლობაში, ტეროტირიულ უპირატესობაში, სახიფათო მომენტებში... გერმანია ყველაფერში წინ იყო.
 
ბუნდესგუნდმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. გერმანელთა შეტევისას მცველმა თითქოს სიტუაცია გაანეიტრალა, მას ბურთი გიუნდოგანმა აართვა, რომელმაც მუსიალას კარგი პასი გაუკეთა და ჯამალმაც შეაგდო.
 
67-ე წუთზე კაპიტანმა უკვე თავად შეაცვლევინა ტაბლოზე ანგარიში. რამდენიმე ფასიანი შეტევისას, მიდელშტადმა მარცხნიდან ჩააწოდა და გიუნდოგანმა ახლოდან გაიტანა. 2:0 და გერმანიამ დამაჯერებლად მოიგო.
 
თამაში კვლავ ტურნირის მასპინძლების უპირატესობით გაგრძელდა, ბურთს უმეტესად გერმანია ფლობდა და შეხვედრა ისე დასრულდა, რომ გერმანელთა ქომაგებს სანერვიულო წამით არ ჰქონიათ.