როგორც გრანდს ეკადრება - საფრანგეთმა გამარჯვებით დაიწყო

ივნ 20, 2024 - 02:48
 76
როგორც გრანდს ეკადრება - საფრანგეთმა გამარჯვებით დაიწყო
ავსტრიის ნაკრები კარგი გუნდია, მებრძოლი, კერკეტი კაკალი, მაგრამ, ტურინის უმთავრეს თუ არა, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს - საფრანგეთს შეხვდა. გრძელი ტურნირის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, რომ გუნდებმა პირველივე მატჩში მაქსიმალური სიჩქარეები ჩართონ. ამას გახურებაც სჭირდება. პირველ ნახევარში, "მამლებმა" სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვეს. ისეთი პოტენციალის მქონე გუნდს, როგორიც საფრანგეთია, კლასის ხარჯზე უპირატესობა თითქმის ყველასთან ექნება, არაფრიდან გოლიც შეიძლება გაიტანოს და ამ შეხვედრაშიც ასე მოიქცა. ავსტრიელთა კართან თვალშისაცემი არაფერი იქმნებოდა, პირიქით, გატანა სწორედ ავსტრიელებს მართებდათ, თუმც ფლანგიდან მბაპემ კატრინასავით შეირბინა, ჩააწოდა, რომელსაც ვობერმა თავი საშინლად დაუხვედრა და საკუთარ კარში გადაგზავნა - 0:1. მეორე ნახევარში საფრანგეთი "გახურდა". გუნდმა მოუმატა - გრიზმანს, ტურამს, აკეს გატანა შეეძლოთ, კილიან მბაპემ კი ორ მცველს ჩაუქროლა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმც მიზანმა მცირედით უმტყუნა. მიუხედავად ასეთი ფეერული ფეხბურთისა, გატანა ვერ მოახერხეს. ასეთია ფეხბურთი, როცა ვერაფერს ქმნიდნენ გოლი მაშინ გაიტანეს, როცა მეტოქეს არ ამოასუნთქეს - მაშინ ვერ. საბოლოოდ - 1:0 საფრანგეთის სასარგებლოდ.
 
საუკეთესო? - მბაპე... ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურები თითქმის მიილია, ჩვენი ნაკრების შეხვედრა წინაა, ასევე პორტუგალიის ნაკრების, თუმც რაც ვნახეთ, მაგარი ევრო გველოდება - გრანდებმა მოგებებით დაიწყეს...