"ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, "ეს რა შარში გამხვიეთო" - ვაშაძე

ივნ 19, 2024 - 22:29
 330
"ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, "ეს რა შარში გამხვიეთო" - ვაშაძე

ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­ბა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და რო­გორც კო­ბა­ხი­ძე, ასე­ვე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ორი­ვეს გა­მო­უ­ცხა­და, "ეს რა შარ­ში გამ­ხვი­ე­თო“, - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩის, რო­ბინ და­ნი­გა­ნის "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა, რომ­ლის თქმით, შე­ზღუდ­ვის პირ­ვე­ლი ტრან­ში უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ ვიზა, ეც­ნო­ბათ, რომ მათი ვიზა ვა­ლი­დუ­რი აღარ არის.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას იმი­ტომ მა­ლავს, რომ არ უნდა ბო­ლომ­დე ჩა­მო­ი­შა­ლოს.

"ყვე­ლას ხომ კარ­გად ეს­მის, რომ ეს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ნა­ბი­ჯია, რაც ამე­რი­კულ­მა მხა­რემ გა­დად­გა. ამის შემ­დგომ იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბიც, კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბა ამ წრის, ანუ, რად­გან ერთი სია შე­იკ­რა, ახლა იმ სი­ა­ში უბ­რა­ლოდ, ხალ­ხი და­ე­მა­ტე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამას იმი­ტომ მა­ლავს, რომ შიდა ტო­ტა­ლუ­რი ჩა­მოშ­ლის ეში­ნია. ისე­დაც ჩა­მოშ­ლი­ლე­ბი არი­ან, ერ­თმა­ნეთს არ ენ­დო­ბი­ან, დიდი ჩხუ­ბი აქვთ, სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ქუ­ჩუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი აქვთ ერ­თმა­ნეთ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს აღარ ელა­პა­რა­კე­ბი­ან, რა შარ­ში გაგ­ვხვი­ე­თო ერ­თმა­ნეთს ეუბ­ნე­ბი­ან და აბ­რა­ლე­ბენ. ახლა რომ იცო­დეთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ რა ხდე­ბა - კო­ბა­ხი­ძე ღა­რი­ბაშ­ვილს აბ­რა­ლებს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კო­ბა­ხი­ძეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი ორი­ვეს. აი, ეს ხდე­ბა ახლა რომ იცო­დეთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“. ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­ბა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და რო­გორც კო­ბა­ხი­ძე, ასე­ვე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ორი­ვეს გა­მო­უ­ცხა­და, ეს რა შარ­ში გამ­ხვი­ე­თო. შე­სა­ბა­მი­სად, ველი, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ მო­აძ­რონ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და ახა­ლი ტრი­უ­კი ჩა­ა­ტა­როს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. ოღონდ ჩვენ ეს არ უნდა "ვი­ყი­დოთ“. გე­ტყვით რაში ედა­ვე­ბა-მას თა­ვის დრო­ზე მი­უ­ტა­ნეს ან­გა­რი­ში, რომ ახალ­გაზ­რდებ­ზე ისე იმუ­შა­ვა მათ­მა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ამ, ახალ­გაზ­რდე­ბის მხრი­დან არა­ნა­ი­რი დიდი პრო­ტეს­ტი არ იქ­ნე­ბო­და. რე­ა­ლუ­რად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ქვეყ­ნის შიგ­ნით და ქვეყ­ნის გა­რეთ ახალ­გაზ­რდე­ბის მა­სობ­რივ­მა პრო­ტეს­ტმა გა­მო­ფი­ტა. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა არის შიდა გარ­ჩე­ვე­ბი, ვისი ბრა­ლია. და­ხარ­ჯუ­ლი აქვთ "ობ­ში­ა­კის" და­ახ­ლო­ე­ბით 80 მლნ, რო­მე­ლიც არის შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, ად­გი­ლიც კი ვიცი, სად არის ეს ფული. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შევ­ცვლით, გავ­ხსნით და ხალ­ხს და­ვუ­რი­გებთ ამ ფულს რომ იცო­დეთ. ხალ­ხი მი­ი­ღებს ამ ფულს, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დამ­დეა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ახლა ხდე­ბა კა­პიკ-კა­პიკ გან­ხილ­ვა, რომ და­ხარ­ჯეთ ეს ფული, შე­დე­გი რა­ტომ არ და­ი­დოო“,-გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა რო­ბინ და­ნი­გან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ ვიზა, ეც­ნო­ბათ, რომ მათი ვიზა ვა­ლი­დუ­რი აღარ არის და მათ, ვი­საც არ აქვთ ვიზა, ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ მას.