ბრძოლა და სისხლისღვრა - ავსტრია საფრანგეთს ეომა, მაგრამ ავტოგოლით დამარცხდა

ივნ 20, 2024 - 02:38
 203
ბრძოლა და სისხლისღვრა - ავსტრია საფრანგეთს ეომა, მაგრამ ავტოგოლით დამარცხდა

D ჯგუფის პირველი ტურის მატჩში საფრანგეთის ნაკრები დიუსელდორფში ავსტრიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. დეშამის გუნდმა 3 ქულით დაიწყო, თუმცა ძალიან გაუჭირდა მებრძოლ ავსტრიასთან, რომელსაც თავისი 100%-იანი მომენტი ჰქონდა. ფავორიტმა კი ავსტიელი ვიომერის ავტოგოლის წყალობით მოიგო...

ფრანგების უპირატესობის მიუხედავად, პირველი აშკარა საგოლე მომენტი 36-ე წუთზე ავსტრიელებს შეექმნათ - ზაბიტცერის პასით ბაუმგარტნერი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მას ფრანგთა გოლკიპერმა აჯობა. საფრანგეთის პასუხს კი გოლი მოჰყვა - მბაპემ მარჯვნიდან ჩააწოდა და ვიობერმა ბურთი საკუთარ კარში თავით ჩაჭრა. 

მბაპემ აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა

55-ე წუთზე მბაპე სისწრაფის ხარჯზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ, მოულოდნელად, ააცილა. ეს იყო მეორე ტაიმის ყველაზე აშკარა საგოლე მომენტი.  

ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა 16 ივნისს გაიმართა, ნიდერლანდების ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა. 21 ივნისს ერთმანეთს სწორედ ჯგუფის ფავორიტები, ნიდერლანდები და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

საინტერესო ფაქტები