ჩვენი ჯგუფი - რა ვნახეთ პორტუგალია vs ჩეხეთში

ივნ 20, 2024 - 02:33
 141
ჩვენი ჯგუფი - რა ვნახეთ პორტუგალია vs ჩეხეთში
საქართველოს თურქეთთან ბრძოლაში მარცხის შემდეგ (1:3), ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართლა - პორტუგალია ჩეხეთს დაუპირისპირდა. შემადგენლობას რომ ჩავხედოთ, პორტუგალია არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ ტურნირის ფავორიტიცაა. მიუხედავად ამისა, ჩეხეთის ნაკრებმა გვაჩვენა, რომ ორგანიზებულ თამაშს ასეთ მრისხანე გუნდთან პრობლემების შექმნა შეუძლია. პირველ ნახევარში, პორტუგალია ბურთს ფლობდა, მიუხედავად ამისა, ჩეხეთის კარს ხიფათი არ ეკარებოდა. მეორე ტაიმში, სიტუაცია შეიცვალა, ჩეხები მოედნის ცენტრი გადალახეს და მეტოქეს პრობლემები შეუქმნეს. პირველი გოლიც სწორედ მათ ანგარიშზეა - საჯარიმოს გარედან, პროვოდმა კოშტას აუღებელი დაურტყა. პორუგალია გააქტიურდა, კონკრეტული არაფერი ჩანდა, თუმც იღბალი მათ მხარეს იყო - მეკარის, სტანეკის მოგერიებული ბურთის შემდეგ, ჰრანეკს ფეხზე ბურთი მოხვდა და ანგარიში გათანაბრდა. მეორე გოლიც ჩეხების ცენტრალური მცველის - ჰრანეკის სინდისზეა. ბურთი ვერ მიიღო, ფეხებს შორის გაუძვრა და მოედანზე შემოსულმა კონსეისაომ გამარჯვების გოლი გაიტანა. პორტუგალია 2:1 მოიგო. იმედი გვაქვს, თურქებთანაც მოიგებენ და ჩვენთან უმოტივაციოდ გამოვლენ...
 
პორტუგალია - 3 ქულა
თურქეთი - 3 ქულა
ჩეხეთი - 0 ქულა
საქართველო - 0 ქულა