იენს სტოლტენბერგი - წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს

ივნ 19, 2024 - 23:12
 14
იენს სტოლტენბერგი - წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს

წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, უილსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს. ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს თავდაცვის ხარჯების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის მთავარი თემა იქნება.