გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - დასავლეთ სანაპიროზე სიტუაცია მკვეთრად უარესდება

ივნ 19, 2024 - 23:10
 21
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - დასავლეთ სანაპიროზე სიტუაცია მკვეთრად უარესდება

დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, სიტუაცია მკვეთრად უარესდება, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურკმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე 528 პალესტინელი, მათ შორის 133 ბავშვი დაიღუპა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით შეძრწუნებულია.