ტიტე გედენიძე - კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაზე და ჯგუფურ ძალადობაზე - ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი აქტივისტი დაკითხვაზე დაგვიბარეს - ყველაფერი აბსურდი და ტყუილია

ივნ 19, 2024 - 22:52
 31
ტიტე გედენიძე - კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაზე და ჯგუფურ ძალადობაზე - ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი აქტივისტი დაკითხვაზე დაგვიბარეს - ყველაფერი აბსურდი და ტყუილია

კრიმინალურმა პოლიციამ დაიწყო საქმის გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაზე და ჯგუფურ ძალადობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქტივისტი დაგვიბარეს დაკითხვაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ტიტე გედენიძემ განაცხადა.

ტიტე გედენიძის თქმით, ყველაფერი აბსურდი და ტყუილია.

„კრიმინალურმა პოლიციამ დაიწყო საქმის გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაზე და ჯგუფურ ძალადობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქტივისტი დაგვიბარეს დაკითხვაზე. რა თქმა უნდა, გამოვცხადდი დაკითხვაზე, მაინტერესებს რა კითხვებს დამისვამენ, მაგრამ, სასაცილოა თავშივე ეს საქმე, რადგან გვედავებიან ჯგუფურ ძალადობას, როდესაც აქეთ ძალადობენ, აქეთ გვცემენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთითხნილი პოლიტიკური საქმეა და ამით ცდილობენ დაგვაშინონ ყველა ის აქტივისტი, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არ გამოუვათ ეს ყველაფერი! თავშივე სასაცილოა ბრალდება, რომ ვითომ ბლოკირებას ვახდენდით, ან ვინმეზე ჯგუფურად ვძალადობდით, ეს ყველაფერი არის აბსურდი, ტყუილი და ძალიან მაინტერესებს რა კითხვები ექნებათ ამ შეთითხნილ საქმეში“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.