ამის მოთმენა აღარ შეიძლება, გურამ კაშიას შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი დუმილს არღვევს

Jul 9, 2024 - 00:17
 6.7k
ამის მოთმენა აღარ შეიძლება, გურამ კაშიას შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი დუმილს არღვევს

“რა ცუდად გამოიყურება ჩემი ნიუს ფიდი.

ტოქსიკურია სიყვარული, როცა პარტნიორს ეუბნები, თუ ისეთი არ იქნები როგორიც მე მინდა, არ მიყვარხარ.

უპირობო სიყვარულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი.

ახლა უფრო კონკრეტულად:)

ბიჭებს ვაფასებთ როგორც ფეხბურთელებს, თუ როგორც მოქალაქეებს? თუ როგორც ფეხბურთელებს, რანაირად მოახერხეთ ბუდუს უფრო გაღმერთება ვიდრე კვარაცხელიასი, ან კვირკველიას რატომ ვერ დაუნახეთ თავგანწირვა მაინც რომ ითამაშა:)

თუ როგორც მოქალაქეებს, რატომ დაუვიწყეთ ლობჟანიძეს განცხადება “არა რუსულ კანონს” და მაინც ათრიეთ ერთი შეცდომის გამო, ან ქვილითაიას რატომ დაუვიწყეთ იგივე და 5 წუთით თამაშის შანსი რომ მიეცა “რა ქვილითაიაო რატომ წერდით.”

კაშიას როგორ დაუვიწყეთ სამკლაურის გამო, ძალიან ღირსეული პოზიცია, როცა სრულ ზიზღში უწევდა პრინციპები გამო ცხოვრება. არ დანებდა, არ დათმო.

ან ბუდუს რას ვერჩით, დიმა ობოლაძე რომ ტყუილა გადაკიდეთ.

ამ დროს რა ქნა ფედერაციამ? ყველა გამოიძახა, ყველა…. განცხადებების მიუხედავად და ეს იყო განაცხადი , “ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ ყველაფრის მიუხედავად” ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან:)

ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ფეისბუქ გვერდზე.