GITA-ს თავმჯდომარემ მალავის რესპუბლიკიდან საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

ივნ 19, 2024 - 22:45
 380
GITA-ს თავმჯდომარემ მალავის რესპუბლიკიდან საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლეს. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.

„დელეგაციის წევრები დაინტერესებულები არიან, სიღრმისეულად შეისწავლონ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შემდგომ უკვე საკუთარ ქვეყანაში დანერგონ.

სტუმრებმა ასევე კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს ქართული მხარისგან, მალავის ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის გაუმჯობესებისთვის“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.