"არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ" - გიორგი მიქაუტაძე

ივნ 27, 2024 - 10:23
 37
"არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ" - გიორგი მიქაუტაძე

ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩი­სას ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვა­ხა­როთ, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ქარ­თველ­მა ბომ­ბარ­დირ­მა აღ­ნიშ­ნა, გუნ­დი გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

"ამ ყვე­ლა­ფერს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­დო­და. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვა და გა­ვე­დით მერ­ვე­დფი­ნალ­ში. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გულ­შე­მატ­კი­ვარს გა­და­ვუ­ხა­დო, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ჩვე­ნი ქო­მა­გე­ბი გა­ვა­ხა­როთ. არ გავ­ჩერ­დე­ბით, ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩი­სას ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ მო­ვი­გოთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლომ პორ­ტუ­გა­ლია 2-0 და­ა­მარ­ცხა და მერ­ვე­დფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მატ­ჩის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი გოლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ი­ტა­ნა, ხოლო გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ მე­ო­რე ტა­ი­მის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ან­გა­რიშს კი­დევ ერთი ქულა მო­უ­ტა­ნა.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს გა­მარ­თულ მე­ო­რე მატჩში ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა, ორი­ვე თა­მაშ­ში გო­ლის ავ­ტო­რი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე იყო, რო­მე­ლიც ზუს­ტი დარ­ტყმე­ბის წყა­ლო­ბით ბომ­ბარ­დი­რი გახ­და.

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე გახ­და პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც გა­რეტ ბე­ი­ლის შემ­დეგ (2016 წელს) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­დე­ბი­უ­ტო სამ შეხ­ვედ­რა­ში გოლი გა­ი­ტა­ნა