ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ივნ 27, 2024 - 01:23
 493
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა.

 ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. 

„უბედნიერესი ვარ, ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ ალბათ არასდროს, ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრია საქართველოში ბედნიერი, ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან პორტუგალია დავამარცხეთ ე.ი იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ...“, - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.