ახლახანს ბუდუ ზივზივაძემ პორტუგალიასთან შეხვედრაზე შოკისმომგვრელი კომენტარი გააკეთა

ივნ 25, 2024 - 12:38
 12.1k
ახლახანს ბუდუ ზივზივაძემ პორტუგალიასთან შეხვედრაზე შოკისმომგვრელი კომენტარი გააკეთა

აქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე მადლობას უხდის გულშემატკივრებს იმ შემართებისთვისა და დადებითი ემოციებისთვის, რაც მათ თურქეთთან და ჩეხეთთან თამაშის დროს გამოხატეს.

სპორტსმენი გამართულ შეხვედრებს აფასებს და აცხადებს, რომ ქართველ ფეხბურთელებს ჩეხებთან თამაში უფრო გაუჭირდათ, რადგან მისი თქმით, ჩეხები ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ.

ამასთანავე, ბუდუ ზივზივაძე პორტუგალიასთან მომავალ მატჩზეც საუბრობს და დასძენს, რომ მიუხედავად პორტუგალიელების მომზადებისა, საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ გამარჯვება მოიპოვოს და ჯგუფიდან გავიდეს.დავიწყებ იმით, რომ მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა გერმანიაში და გვგულშემატკივრობს. მართლაც საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე. დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც ჩეხეთთან შეხვედრაში მოვიპოვეთ. ორი განსხვავებული თამაში იყო. თურქეთი ტექნიკური გუნდია, ვიდრე ჩეხეთი. ჩეხეთი ფიზიკურად უფრო ძლიერია და რაღაც მომენტებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლები. ის გოლი, რომელიც მივიღეთ, ამას მოჰყვა. თუმცა მაინც ბოლო მომენტამდე გვქონდა მოგების შანსი. მაინც ბედნიერები ვართ, რომ პირველი ქულა საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვეთ. თურქეთთან ბევრი მომენტი გვქონდა, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს ამ გუნდით და იმით, რომ ღირსეულად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება მესამე თამაშს, კიდევ ერთი ფინალი გვაქვს. თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი 26-ში მოედანზე გამოჩნდება. პორტუგალია კლასით მაგარი გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტი არის ჩემპიონატის, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ ჩვენი თამაშით წარმატებებს მივაღწიოთ", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.