ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელმა ეს რა თქვა ? ჩვენ გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ საქართველოს...

ივნ 23, 2024 - 09:59
 5.6k
ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელმა ეს რა თქვა ? ჩვენ გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ საქართველოს...

22 ივნისს ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ჩეხეთის ნაკრების 10 ნომერი პატრიკ შიკი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაფიქსირებულ ფრეზე საუბრისას ამბობს, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.

„დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის საკმარისი არ არის. გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ ხელი შეგვიშალა. შემდეგ, პენალტი გავუშვით და ამან ჩვენზე კარგად არ იმოქმედა. გამარჯვება გვეკუთვნოდა“, – აცხადებს პატრიკ შიკი.