პროფესორი გიორგი გახელაძე იპოვეს – რას წერს მისი მეუღლე?

ივნ 22, 2024 - 12:03
ივნ 22, 2024 - 12:07
 1.5k
პროფესორი გიორგი გახელაძე იპოვეს – რას წერს მისი მეუღლე?

დაკარგული პროფესორის მეუღლე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, წერეთლის გამზირის კამერებმა გიორგი გახელაძე დააფიქსირა.

“ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!” – წერს ირმა მალაციძე.

გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს მე­სა­მე დღეა, ეძებ­დნენ. ილი­ა­უ­ნი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც არიან ჩარ­თუ­ლები. რო­გორც გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლე ამ­ბობ­და, 19 ივ­ნისს სახლიდან გაჩერებამდე გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძესთან ერთად იმგზავრა, ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპი­რებ­და წას­ვლას, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა. ამ დღის შემდეგ ოჯახი პროფესორზე ინფორმაციას არ ფლობს.