მეოთხე დღეა, ოჯახი გიორგი გახელაძეს ეძებს

ივნ 22, 2024 - 11:09
ივნ 22, 2024 - 11:10
 176
მეოთხე დღეა, ოჯახი გიორგი გახელაძეს ეძებს

მეოთხე დღეა, თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახი და მოხალისეები. 

ოჯახის ცნობით, 57 წლის კაცს ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 599311090.

საზოგადოება