კახა კალაძე - ვინც ეროვნული ნაკრების ერთობის დისკრედიტაციას ეწევა, ეს პრეზიდენტია - თუ მართლა შეცდომა მოუვიდა, გამოდი შე დალოცვილო და თქვი, რომ შეცდომა მომივიდა

ივნ 19, 2024 - 22:36
 204
კახა კალაძე - ვინც ეროვნული ნაკრების ერთობის დისკრედიტაციას ეწევა, ეს პრეზიდენტია - თუ მართლა შეცდომა მოუვიდა, გამოდი შე დალოცვილო და თქვი, რომ შეცდომა მომივიდა

თუ მართლა ასეა და შეცდომა მოუვიდა, გამოდი შე დალოცვილო და თქვი, რომ შეცდომა მომივიდა. რა პოლიტიკურ განცხადებებს, რა დაპირისპირებაზე და რა სპეკულაციებზეა საუბარი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას რამდენად მიზანშეწონილია ევროპის ჩემპიონატის წინ პრეზიდენტთან დაპირისპირებაში შესვლა იმ შემთხვევაში, თუ მას ეროვნული ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი გამორჩა განკარგულებაში მათი ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, პრეზიდენტი “ეროვნული ნაკრების ერთობის დისკრეციას ეწევა”.

“გაუგებარია, ზოგადად ვის ან რას გულისხმობს ეს განცხადება, თუმცა, ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთობის დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის პრეზიდენტი და თავად მისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც გამოქვეყნდა. ჩვენ ხომ არაფერს არ ვიგონებთ. იქ კონკრეტული ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმაში, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები წარმატებულია, გამარჯვება მოიპოვა და დღეს თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე. აქ მხოლოდ ფეხბურთელებზე არ არის საუბარი. ხაზი მინდა გავუსვა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომელიც მართლაც ყველანაირ პირობას ქმნის იმისთვის, რომ ფეხბურთელი, როდესაც ჩამოდის, იფიქროს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ და აჩვენოს კარგი ფეხბურთი. როდესაც ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში ჩამოდის სათამაშოდ ისე კი არ არის, როგორც ჩვენ ვიყავით ფეხბურთელები, ყველა თავისი ფორმით და თავისი თვითმფრინავის ბილეთით რომ ჩამოდიოდა. ეს ერთ დღეში არ მოსულა, უამრავი შრომა დასჭირდა. ყველას დამსახურებაა დაწყებული ტექნიკური დირექტორიდან, დამთავრებული ფედერაციის პრეზიდენტებით და ვიცე პრეზიდენტებით”,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ხდება თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ფეხბურთელების დაყოფა, კალაძემ აღნიშნა, რომ “რა თქმა უნდა”.

"არ ვიცი, რა ნიშნით ყოფს ადამიანებს, ვიღაცას აძლევს [ორდენს], ვიღაცას - არა. ერთი რამ მინდა, ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა ადამიანზე, ვინც იმსახურებდა ჯილდოს, გააგზავნა შესაბამისი წერილი და მოთხოვნა პრეზიდენტთან. მან კი თავისი შეხედულებებით გარკვეული ადამიანები არ დააჯილდოვა და ამოიღო აღნიშნული განკარგულებიდან. ამ განკარგულებაში კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები ვერ წავიკითხეთ, რომელიც თურმე მაისში გამოუცია და არავინ იცოდა ამის შესახებ. ძალიან სამწუხაროა, მცდელობაა ყოველ შემთხვევაში, რომ ასეთი წარმატება, გამარჯვება დაიყოს ადამიანებად. ნახეთ, ყველაფერი შესაძლებელია. ვიღაცას შეიძლება შეცდომა მოუვიდა, მაგრამ ამის აღიარებაა მთავარი და არა ის, რომ გამოხვიდე და პოლიტიკური განცხადებებით ვიღაცა დაადანაშაულო, რომ ვიღაცა ვიღაცას აპირისპირებს. სამარცხვინოა, აღნიშნული განცხადებები. თუ მართლა ასეა და შეცდომა მოუვიდა, გამოდი შე დალოცვილო და თქვი, რომ შეცდომა მომივიდა. რა პოლიტიკურ განცხადებებს, რა დაპირისპირებაზე და რა სპეკულაციებზეა საუბარი”, - განაცხადა