„რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? - დიახ, მათ შორის ამერიკაში...ნეტა, დრო მქონდეს“ - ალუდა ღუდუშაური

ივნ 19, 2024 - 17:20
 291
„რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? - დიახ, მათ შორის ამერიკაში...ნეტა, დრო მქონდეს“ - ალუდა ღუდუშაური

„კი, ვიზა მაქვს [აშშ-ის]. რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? - დიახ, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბევრი ვაი ოპოზიციონერისგან განსხვავებით, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო. ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, ვინ რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ იმით დაკავდით, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ რადიკალ ოპოზიციაზე გავიმარჯვებთ” [IPN]ამბობს "ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას.